მიქაუტაძეს წითელი ბარათი გაუუქმეს და მომავალ ორ მატჩში ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა “მეცის” თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს “რენთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათი სამართლიანად გაუუქმა.
კლუბის საიტის ცნობით, მიქაუტაძეს წითელი ბარათი ყვითელით შეუცვალეს და ის 12 მაისს “სტრასბურგთან” და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.