“შახტარმა” ისევ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე ლნზ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონატზე ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოები იყვნენ.
„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 61 ქულით ლიდერია და 1-ელ აპრილს კიევში „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩი ოდესაში უნდა გამართულიყო, მაგრამ “მეშახტეთა” ბრაზილიელმა ლეგიონერებმა ს ავიადარტყმების საშიშროების შესაძლებლობის გამო თამაშის სხვა ქალაქში ჩატარება მოითხოვეს და მათი თხოვნა დააკმაყოფილეს.
ლნზ – შახტარი 0:3

ასევე დაგაინტერესებთ