რატომ არ ჩაუგდია სეზონი კვარაცხელიას და როგორ იბრძვის საუკეთესოობისთვის – ქართულ-ნიგერიულ კომბინაციას ველით…

თუკი გასული წლის 7 მაისს “ნაპოლიმ” ისტორიაში მესამე სკუდეტო იზეიმა, ახლა გუნდს საუკეთესო შვიდეულში შესვლა უჭირს. სერია “ა”-ს 36-ე ტურში ნეაპოლელები, რომელთაც “იუვენტუსთან” (2:1) მოგების შემდეგ, 9 მატჩში (“ბარსელონას” ჩათვლით) მხოლოდ ერთი გამარჯვება (“მონცასთთან” 4:2) და 5 ფრე აქვთ (ბოლო 4 შეხვედრაში სამჯერ), მეოთხეადგილოსან “ბოლონიას” უმასპინძლებენ. “სტადიო მარადონაზე” გუნდები შაბათს, 11 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ითამაშებენ.
“ნაპოლი” კონფერენს ლიგას თუ შეწვდება…
მნიშვნელივანია, რომ კვლავ იბრძვის, საუკეთესო იყოს, ამჯერად სეზონის საუკეთესო საშუალო შეფასების მიხედვით. WhoScored-ის რეიტინგში ქართველი ლიდერ
ლაუტარო მარტინესს მცირედიდ ჩამორჩება. არსებობს მონაცემები, სადაც “კვარა” გასულ სეზონზე უკეთესია – კარისკენ დარტყმა, წარმატებული დრიბლინგი, მნიშვნელოვანი პასები თუ მასზე დაჯარიმება. ჩვენებურს წელს 10 გოლი აქვს (შარშან -12) და 6 შედეგიანი პასი (გასულ სეზონში -10). ყველაფერი მარტივ რამეზე მიუთითებს – გუნდის შედეგების ფონზე და მის მიერ აწეული თამასიდან გამომდინარე ისე ჩანს, ხვიჩამ სეზონი ჩააგდო, არადა, ეს მის გარდა გუნდში ყველაზე შეიძლება ვთქვათ!..
რაც შეეხება მომავალ მატჩს. “ნაპოლის” “ბოლონიასთან” არ უჭირს, 34 შეხვედრიდან 20 მოუგო და ყველაზე მეტი გაუტანა – 194. პირველი წრის დაპირისპირებაში ნულოვანი ფრე იყო. ტიაგო მოტას ბიჭებისთვის 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი ვიქტორ ოსიმენს. საჩემპიონო სეზონში ქართულ-ნიგერიული კარგი საგოლე კომბინაცია ვნახეთ, რასაც ახლაც ველით.
“ნაპოლის” დარჩენილი მატჩები

რასპადორი და ზელინსკი ტრავმის გამო არ იქნებიან, კვარაცხელია კი ბრუნდება. მატჩს 40 წლის ლუკა პაიერტო განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს წელს ორჯერ მოემსახურა და მათთვის წარუმატებლად (1:1 “კალიარისთან” და 0:3 “ატალანტასთან”).
კვირას (17:00 სთ) უმოტივაციო “ტორინო” “ვერონას” ესტმრება, სადაც საბა საზონოვის გამოჩენას ელიან; “ვალენსიასა” და დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი მამარდაშვილის ევროტურნირებზე გასვლის შანსები, ფაქტობრივად, დაიკარგა, “რაიო ვალეკანოს” კი კვირას (20:30 სთ) უმასპინძლებენ; ბოლოსწინა ტურში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” “სტრასბურგს” ესტუმრება (კვირას, 23:00 საათზე, მაგრამ “ლე ავრის” გამარჯვების ფონზე რა გადაარჩენს, რთული სათქმელია.