ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: “ბაიერის” მაგია – ფინალში ლევერკუზენელები “ატალანტას” შეხვდებიან [VIDEO]

„ბაიერს“ „რომა“ გასვლაზე 2:0 ჰყავდა დამარცხებული, სახლშიც უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მის კარში ორი პენალტი დაინიშნა და სტუმრები დუბლით პარედესმა დააწინაურა. 82-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებისას რომაული გუნდის მეკარე სვილარი გამოსვლაზე შეცდა, ბურთი მანჩინის მოხვდა და ანგარიში 1:2 გახდა. 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სტანიშიჩმა კი ზედ საფინალო სასტვენის წინ „რომას“ გაუტანა, 2:2 და „ფარმაცევტები“ ფინალში გავიდნენ.
„ბაიერი“ ყველა ტურნირზე ბოლო 49 მატჩში დაუმარცხებელია (40 მოგება და 9 ფრე) და უეფას ეპოქაში 1965 წელს
“ბენფიკას” დამყარებული რეკორდი დაამხო.
„ატალანტამ“ „ველოდრომზე“ ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, საკუთარ მოედანზე „მარსელს“ 3:0 მოუგო.
22 მაისს, დუბლინში ფინალში ერთმანეთს „ბაიერი“ და „ატალანტა“ დაუპირისპირდებიან.
ბაიერი – რომა 2:2
გოლები: 0:1 პარედესი (43, პენ), 0:2 პარედესი (66, პენ), 1:2 მანჩინი (82, საკ. კარში), 2:2 სტანიშიჩი (90+7)
ატალანტა – მარსელი 3:0
გოლები: 1:0 ლუკმანი 30), 2:0 რუჯერი (52), 3:0 ტურე (90+4)

ასევე დაგაინტერესებთ