შარიანი – ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?

ალბათ, ეს სკანდალური პერსონაჟი ქართველ გულშემატკივარს კარგად დაამახსოვრდა – თბილისში საქართველოს ნაკრებთან წაგებული პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისას ლუქსემბურგელთა 28 წლის თავდამსხმელ ჟერსონ როდრიგესს გოლი გააუქმეს, შემდეგ კი ჯაბა კანკავასთან ჩხუბი მოუვიდა, რომელთან ერთადაც “სლოვანში” თამაშობს. ის გამომწვევად და პროვოკაციულად იქცეოდა და კუთხურის ალამს ფეხი ამოარტყა. საერთოდაც, როდრიგესი ძალიან კონფლიქტურია და შარში არაერთხელ გაეხვა.
RTL Today-ს ცნობით, ს “დინამოდან” “სლოვანში” განათხოვრებული როდრიგესი ყოფილ მეგობარ გოგონაზე, მის ლუქსემბურგ 2020-ზე ემილი ბოლანდზე ძალადობის გამო გაასამართლეს, 18 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და 1500 ევროთი დააჯარიმეს.
როდრიგესი კაბო-ვერდელი
ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, მამის გარეშე გაიზარდა, ძირითადად ბებია ზრდიდა, შემდეგ დედასთან ერთად პორტუგალიიდან საცხოვრებლად ლუქსემბურგში გადავიდა. 14 წლის ასაკში საფეხბურთო აკადემიიდან ცუდი საქციელის გამო გარიცხეს და არასრულწლოვანთა სოციალურ- განმანთლებელ ცენტრში გაუშვეს. იქ ამაოდ ცდილობდნენ დურგლობა ესწავლებინათ. უდავოდ ნიჭიერ ჟერსონს მუდამ კონფლიქტი ჰქონდა მწვრთნელებთან და თანაკლუბელებთან. კიევის “დინამოში” ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე თანაგუნდელ ვიქტორ ბუიალსკის ეჩხუბა, ხოლო “შახტართან” მატჩისას “დინამოს” მწვრთნელს ალეკსეი მიხაილიჩენკოს. რეჟიმის დარღვევის გამო მალე იჯარით “ანკარაგიუჯიუში” გაუშვეს, სადაც გუნდის კაპიტან ანტე კულიშიჩს ხელი გაარტყა და კიევში გააბრუნეს. თუმცა, იქ დიდი ხანი არ გააჩერეს და ისევ გაანათხოვრეს. ის უკრაინელ ჩოგბურთელ ოლგა იანჩუკთან ცხოვრობდა, რომელმაც 2020 წელს ვაჟიშვილი გაუჩინა.
როდრიგესი 17 გატანილი გოლით ლუქსემბურგის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.