ტერიმ მოჰყვა, რა პრობლემები შეექმნა ვილაშ-ბოაშთან, როდესაც ის “ჩელსიში” დაინიშნა

“ჩელსის” ლეგენდარულმა მცველმა ჯონ ტერიმ გაიხსენა, თუ რა პრობლემები შეექმნათ ფეხბურთელებს ვილაშ-ბოაშის დანიშვნის დასაწყისშივე.
“გუნდში ვილაშ-ბოაშის მოსვლის შემდეგ ჰონგ-კონგში მოსამზადებელ ტურში გავფრინდით. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბიზნეს კლასით იმგზავრეს, ჩვენ კი ეკონომით.
პორტუგალიელს სურდა, პირველივე დღიდან დაემტკიცებინა, რომ აქ მთავარი ის იყო და მისთვის სახელები და ავტორიტეტები არ არსებობდა.
იქიდან წამოსვლისას პრეტენზია გამოვთქვი და აღვნიშნე, რომ არსად არ გავფრინდებოდი, სანამ ახალგაზრდა ბიჭები არ დაბრუნდებიან ეკონომ კლასში, ხოლო გუნდის ლიდერები, რომლებმაც ეს კლუბი დღევანდელ სიმაღლეზე მიიყვანეს, ბიზნეს კლასში არ დაბრუნდებიან.
მწვრთნელი
ჩემთან მოვიდა და მკითხა რა პრეტენზია მქონდა. საბოლოოდ, ჩემს მიზანს მივაღწიე”, – იხსენებს ტერი Youtub-ზე საიმონ ჯორდანთან საუბრის დროს.
ვილაშ-ბოაში “ჩელსის” 2011/12-წლებში ავარჯიშებდა, მისმა შემცვლელმა რობერტო დი მატეომ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.