შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილი: ფაქ­ტია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თინა ფი­ნანსდე­ბა ტა­ი­ვა­ნის მხრი­დან

ყვე­ლა, ვინც ახა­ლა, აღ­ვი­ვებს ან­ტი­ჩი­ნურ გან­წყო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მარ­თუ­ლია იმის­თვის, რომ ჩა­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცი­ოს ჩი­ხად და არა, დე­რეფ­ნად, – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც ისა­უბ­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ჩი­ნეთ­ში ვი­ზი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას უკ­ვირს ოპო­ზი­ცია აქაც რამ­დე­ნად არის აც­დე­ნი­ლი ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს.

მი­სი­ვე თქმით, არა­თუ დღეს, არა­მედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც და მა­ნამ­დეც ყო­ველ­თვის იყო სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ხიდი ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის.

“აბ­რე­შუ­მის გზა იწყე­ბო­და ჩი­ნეთ­ში და მთავ­რდე­ბო­და ევ­რო­პა­ში. ამა­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი და დღეს, ატე­ხი­ლი აქვთ აბ­სო­ლუ­ტუ­რი ის­ტე­რია, მათ შო­რის ან­ტი­ჩი­ნუ­რი გან­წყო­ბე­ბის მცდე­ლო­ბაა. ამა­ზეც ვი­სა­უბ­რე, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია ქალ­ბა­ტო­ნი თინა ხი­და­შე­ლი, NGO-ს „სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი. ცალ­კე სა­კი­თხია პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი არი­ან NGO სექ­ტორ­ში და სი­ნამ­დვი­ლე­ში პო­ლი­ტი­კურ პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან. ამა­ვე დროს, ფაქ­ტია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თინა ფი­ნანსდე­ბა ტა­ი­ვა­ნის მხრი­დან, არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დე­ბი და გა­სა­გე­ბი არის რომ სწო­რედ ამ დაკ­ვე­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­ჩი­ნუ­რი გან­წყო­ბე­ბი გა­აღ­ვი­ვოს. მო­გი­წო­დებთ თქვენც ჰკი­თხოთ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას აღი­ა­რებს თუ არა და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ტა­ი­ვა­ნის მი­მართ,რომ­ლის­გა­ნაც ის ფულს იღებს. ეს სა­ინ­ტე­რე­სოა, იმი­ტომ, რომ საქ­მე გვაქვს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრთან, რო­მელ­საც მათ შო­რის სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ჰქონ­და წვდო­მა და ახლა რომ ლო­ბიზ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა,მე მგო­ნი, ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ჩი­ნეთ­თან აქვს ევ­რო­კავ­შირ­საც, ცალ-ცალ­კეც, მთლი­ა­ნა­დაც და ბევრ ქვე­ყა­ნა­საც.

მის­ვე მო­საზ­რე­ბით, ამ სა­კი­თხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მო­ჩე­ნა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მა­ნი­პუ­ლა­ცია და ან­ტი­ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­და, ვი­ნა­ი­დან ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი არის, რომ შუა დე­რე­ფა­ნი, აბ­რე­შუ­მის გზა, რა­ზეც დღეს ბევ­რი ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვაა გად­მორ­თუ­ლი, მას შემ­დეგ რაც ე.წ. ჩრდი­ლო­ე­თის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზე გა­დის, ჩა­ი­კე­ტა და რო­გორც ჩანს, დიდი ხანი კი­დევ ჩა­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ სწო­რედ ახლა გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ეს დე­რე­ფა­ნი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ის ტვირ­თე­ბი, რო­მე­ლიც იმოძ­რა­ვებს ჩი­ნეთ­სა და ევ­რო­პას შო­რის გა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ის ხალ­ხი, ვინც ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რა ინ­ტე­რე­სე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბა დგას ამ ხალ­ხის უკან. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა, ვინც ახალ აღ­ვი­ვებს ან­ტი­ჩი­ნურ გან­წყო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მარ­თუ­ლია იმის­თვის, რომ ჩა­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცი­ოს ჩი­ხად და არა დე­რეფ­ნად“, – გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს