შალვა პაპუაშვილი – რომ არა შემოპარვა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი დღესაც უკრაინაში იქნებოდა და იქიდან არევდა

ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს, საზოგადოებაში ორი აზრი არსებობს და ის გახლეჩილია ისეთ საკითხებზე, მაგალითად, დამნაშავეა თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციას მღელვარების შესაქმნელად ავრცელებდნენ და ამ თემით საზოგადოების ნაწილს, ჯერ კიდევ აბნევენ და აეჭვებენ.
„მიხეილ სააკაშვილი დღესაც უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა. რომ არა მისი შემოპარვა საქართველოში, ის დღესაც ში იქნებოდა და იქიდან არევდა ქართულ პოლიტიკურ სიტუაციას.
ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს, საზოგადოებაში ორი აზრი არსებობს და ის გახლეჩილია ისეთ საკითხებზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა. ასევე, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავეა თუ არა.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი და ამბობდნენ, კვდებაო, აღმოჩნდა თუ არა ეს ტყუილი? იყო თუ არა ეს მაშინ მღელვარების გამოწვევის მიზეზი? წარმოგიდგენიათ, რა დონის დეზინფორმაციაა, როდესაც ამბობდნენ, რომ ადამიანს დემენცია ჰქონდა და ახლა თითქოს ამ უკურნებელი სენისგან განიკურნა. სად არის ბოდიში და წუხილი? იცით რატომ არ არის? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ, საზოგადოების ნაწილს, აბნევენ და აეჭვებენ. მათ სურთ ყვირილით საღი აზრი ჩაახშონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ