ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბრისას შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა მ და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბრისას შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილეს.
„დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. პირველივე დღიდან ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას მხარს ვუჭერთ და ს თავდასხმების დასასრულებლად უკრაინის გვერდით ვდგავართ. გამომდინარე იქიდან, რომ თავისი მშვიდობის ფორმულისკენ ისწრაფვის, მე მას ვაცნობე: უკრაინას შეუძლია კანადის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის ჰქონდეს“,- განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ჯასტინ ტრუდოს „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერისთვის და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების სახლებში დასაბრუნებლად შექმნილი საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შვეიცარიაში გასამართი სამშვიდობო სამიტი სამართლიანობის აღდგენისა და ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის სახლში დაბრუნების პლატფორმა უნდა გახდეს. ჩვენ კანადის მხარდაჭერაზე იმედს ვამყარებთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ