ისრაელის თავდაცვის ძალები – გვქონდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ

ს თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტზე კონტროლის დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა, რომ აღმოსავლეთ რაფაჰში სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, რაჰაფში „ზუსტ“ ოპერაციას ახორციელებენ.
„სადაზვერვო ინფორმაციის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ რაფაჰის გადასასვლელი აღმოსავლეთ რაფაჰში ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტის ღაზის მხარეს ოპერატიული კონტროლის დამყარება მოახერხეს“, – აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ