შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა

12-16 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროს ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ ერიკ ნუსბაუმერს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლიხტენშტაინის სამთავროში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრთან დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტთან ალბერტ ფრიკასთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.
ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს