„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე – სრულმასშტაბიანი ომი ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ გამოიწვევს

სრულმასშტაბიანი ომი ჩრდილოეთ ს მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ განცხადებას „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე, ნაიმ ყასემი ავრცელებს.
„გალანტი გვემუქრება, რომ თუ ჩვენ თავდასხმებს არ შევწყვეტთ, ის ლიბანს თავს დაესხმება, რათა ჩრდილოეთის მოსახლეობა თავიანთ სახლებში დააბრუნონ.
მე გალანტს ვეტყვი, რომ ეს ომი არა მხოლოდ ხელს შეუშლის სიონისტების თავიანთ სახლებში დაბრუნებას, არამედ, ჩრდილოეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ ყოფნას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს“, – აღნიშნა „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…