შალვა პაპუაშვილი – ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, მას ადრე თუ გვიან ქართული მართლმსაჯულების ხელი მიწვდება და ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისიც ციხეში აღმოჩნდება

ზუსტად ზურაბ ადეიშვილის პროკურორობის დროს იყო, როცა როინ შავაძე, ქართველი ჯარისკაცი მოკლეს და შემდეგ ეს საქმე ისე ჩაფარცხეს, რომ არავინ დასაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა მიუღებელია ის, რომ ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, ხვდებოდნენ და ხელს ართმევდნენ იმ კაბინეტებში, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებთან ერთად საუბრობენ კანონის უზენაესობაზე და სამართლებრივ სახელმწიფოს მართლმსაჯულებაზე.
,,როგორც იცით, გუშინ, ნაფიცმსაჯულების მონაწილეობით სასამართლოს მიერ განაჩენი იყო გამოტანილი როინ შავაძის საქმეზე კიდევ ორ პირთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ როინ შავაძის მკვლელობის არგამოძიება ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა და მთელი პროცედურული დარღვევები დაადგინა და ხელახალი გამოძიება დაგვაკისრა. ზუსტად ზურაბ ადეიშვილის პროკურორობის დროს იყო, როცა ეს საქმე ჩაიფარცხა, ქართველი ჯარისკაცი მოკლეს და შემდეგ ეს საქმე ისე ჩაფარცხეს, რომ არავინ დასაჯეს. ზუსტად ზურაბ ადეიშვილია ამ სისტემის შემოქმედი. დღეს განსაკუთრებით გვახსენდება ის რეჟიმი, რომელიც მისი ხელმძღვანელობით იყო ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, მიუღებელია ის, რომ იმ კაბინეტებში დამნაშავეებს ხვდებოდნენ და ხელს ართმევდნენ, სადაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მართლმსაჯულებაზე. რა თქმა უნდა, ეს მათი პასუხისმგებლობაა, რომ იცოდნენ, ვის ხვდებიან და რა თემებზე ხვდებიან. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ თუკი ვინმემ აქამდე არ იცოდა, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, ამის იქით ეცოდინებათ, ვინც არის და მინიმუმ ასეთ შეხვედრებზე აღარ ვიხილავთ არასდროს. ჩვენი მოლოდინია, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს გადმოეცეს. მთავარმა პროკურატურამ განმეორებით მიმართა გერმანისა და ბელგიას. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ მაგ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ზურაბ ადეიშვილი, ის დაპატიმრებული იყოს და საქართველოსთვის იყოს გადმოცემული. რაც შეეხება წითელ ცირკულარს, იცით, რომ დავით კეზერაშვილიც ამოღებულია ცირკულარიდან. ეს სამწუხარო ფაქტებია, რაც გარკვეულ გავლენებს აჩვენებს, რის გამოც ასეთი ადამიანები ასეთ კაბინეტებში ხვდებიან. ზურაბ ადეიშვილი ქართული სახელმწიფოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, მას ადრე თუ გვიან ქართული მართლმსაჯულების ხელი მიწვდება და ისევე, როგორც , ისიც ციხეში აღმოჩნდება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ