“ღამიდან იმ ქალზე ფიქრს ვაგდებ, თვითმფრინავში რომ იჯდა და იცოდა, ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა” – თამარ ჩერგოლეიშვილი რობაქიძეების ოჯახის ტრაგედიაზე

· 614
7 თე­ბერ­ვალს, შუ­ა­ღა­მეს, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ სა­ზა­რელ ტრა­გე­დი­ას 8 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე კი­დევ ერთ ცხე­დარს ეძე­ბენ. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა მა­მი­სა და მისი სამი შვი­ლის – უფ­რო­სი ვა­ჟი­სა და ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის ცხედ­რე­ბი გუ­შინ, გვი­ან ღა­მით იპო­ვეს.
სტი­ქი­ის ღა­მეს სახ­ლში გია რო­ბა­ქი­ძე და მისი შვი­ლე­ბი – ტყუ­პი დები, ანა და ქეთი და ძმა, და­ვი­თი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, დედა წლე­ბია რაც სა­ზღვარ­გა­რეთ ემიგ­რა­ცი­ა­შია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მოფ­რინ­დე­ბა.
გუ­შინ კი­დევ ერთი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქვე­ყა­ნა­ში, სო­ფელ ასუ­რე­თის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ჰა­ე­რო ბურ­თის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად, ორ მფრი­ნავ­თან ერ­თად, “იმე­დის” ოპე­რა­ტო­რი, მიშო ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. სა­ჰა­ე­რო ბურ­თი ელექტრო­გა­დამ­ცემ ბოძს შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვია.
თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ცდი­ლობს თავი იმ ქა­ლის ად­გი­ლას წარ­მო­იდ­გი­ნოს, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნავ­ში იჯდა და იცო­და ქმარ-შვი­ლი მი­წა­ში ჰყავ­და… გუ­ლის­ხმობს სტი­ქი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ემიგ­რანტ დე­დას…
“ღა­მი­დან იმ ქალ­ზე ფიქ­რს ვაგ­დებ, თვითმფრი­ნავ­ში რომ იჯდა და იცო­და, ქმარ-შვი­ლი მი­წა­ში ჰყავ­და.
ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, ფრთხი­ლად ვცდი­ლობ მის ად­გი­ლას თა­ვის წარ­მოდ­გე­ნას, რომ თა­ნა­ვუგ­რძნო და მა­ღა­ლი ძაბ­ვის კა­ბე­ლი­დან დენი მირ­ტყამს.“ – წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ