ქართული პრესის მიმოხილვა 21.03.2024

რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი – ვინ არის ბარიერის ზღვარზე
უკრაინის ტაქტიკური ცვლილებები – “რუსეთს თავისი ტერიტორიის ერთნაირად დაცვა არ შეუძლია”
საქართველოს მოსახლეობა ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია
* * *
რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი – ვინ არის ბარიერის ზღვარზე
“წვრილი პარტიები არჩევნებში იმის რისკს ხედავენ, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ ენმ და “ქართული ოცნება” მოხვდნენ. ამ დრომდე გამოქვეყნებულ კვლევებშიც დიდწილად ბარიერს ორი პარტია ლახავს, თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეის პოლიტიკური მოცემულობით, დამატებით კიდევ ოთხი პარტიაა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პოტენციალი აქვთ, თუმცა, ეს წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული. “თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ “ნაცები” და “ქოცები” იქნებიან, მე მგონი, ერთობის შედგომას ჯობია, რომ ვიზაზე და ბილეთზე “ვიჩალიჩოთ” და ქვეყნები შევარჩიოთ, სად ჯობია ცხოვრების გაგრძელება, თუმცა, ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა და შეუძლებელი მგონია, რომ ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო “ქოცები” და “ნაცები” ავირჩიოთ” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, მ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ სამი პარტიაა, რომელთაგან ორს რამდენიმე თანამგზავრი პარტია ჰყავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი – ვინ არის ბარიერის ზღვარზე.
“ჩვენ საერთოდ მიგვაჩნია, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე, არამედ 5-5, 6-6 თანამგზავრი პარტია ჰყავთ. აგერ, ორი დღის წინ “ქოცებმა” შექმნეს “ხალხის ძალა”, ასევე “ნაცებმა” შექმნეს გვარამიას და მელიას გაერთიანება”, – განაცხადა ხვიჩიამ. აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ენმ-მ და “სტრატეგია აღმაშენებელმა” ალიანსი შეკრეს. 11 მარტს “ნაცმოძრაობის” ყოფილმა ჩავჯდომარემ მ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მ პარტია “ახალი” დააფუძნეს. 20 მარტს პარტია “ხალხის ძალის” სათავო ოფისში პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც “ხალხის ძალის” მმართველობითი რგოლი დამტკიცდა. სხდომაზე პარტია “ხალხის ძალის” გენერალურ მდივნად აირჩიეს, აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური მდივანი – , საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი – ეკა სეფაშვილი, ხოლო რეგიონული მდივანი – ვიქტორ ჯაფარიძე გახდნენ, რომელთა კანდიდატურებს სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ასევე, მთავარი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტიის სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, დაიგეგმა პარტიის რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რეგიონებში ლიდერების შეხვედრები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, დღევანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნებისა” და ენმ-ს გარდა, ბარიერთან ახლოს კიდევ ოთხი პარტია დგას. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ დღეის პოლიტიკური მოცემულობით ის მოლოდინი რეალურია, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევიდეს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ჯერჯერობით სიტუაცია მაინც გაურკვეველია, თუმცა, უკვე არის ის ვითარება, როცა 5%-იან ბარიერთან ახლოს ოთხი პარტია დგას, ესაა გახარიას “საქართველოსთვის”, “ლელო”, მელია-გვარამიას “ახალი” და “ხალხის ძალა”. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მელია-გვარამიას ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ, “ხალხის ძალა” იმაზეა დამოკიდებული თუ პროცესი როგორ განვითარდება, ანუ “ქართულ ოცნებას” დასჭირდება თუ არა ისინი პარლამენტში. თუ დასჭირდება, ესე იგი 5%-იან ბარიერს გადალახავენ. გახარიასა და “ლელოს” პოზიციები იგივეა და არაფერი არ შეცვლილა, დღეის მონაცემებით ამის თქმა შემიძლია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“რეალურია იმის მოლოდინი, რომ პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შვიდეს. რას გულისხმობს ბატონი იაგო არ ვიცი – პარლამენტში პარტიის უბრალოდ შესვლას და ბარიერის გადაბიჯებას თუ ისეთი რაოდენობით შესვლას, რომ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა მოახდინონ. პირველი ვარიანტი – ბარიერის გადაბიჯება, პარტიებმა რომც 5%-ს გადააბიჯონ, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის არაფრის მომცემი არაა და ვისაც წასვლა უნდა სჯობს რომ წავიდეს. თუ აღმოჩნდა, რომ შედეგები ისეთი დადგა, რომ ხელისუფლებას არ შეეძლება ერთპარტიულად გადაწყვეტილებების მიღება, მრავალპარტიულობა მაშინაა რეალური. თორე სიაში მრავალპარტიულობა ისე, რომ ეს პარტიები გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდნენ, დემოკრატიისთვის არაფრის მომცემია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე – “რამდენად აქვთ ბარიერის გადალახვის პოტენციალი ენმ-“ოცნების” გარდა სხვა პარტიებს, თუნდაც გვარამია-მელიას ერთობას?” – პასუხობს:
“ასეთი საკითხის დასმის დროს ყოველთვის ის პარტიები მახსენდება, რომლებიც ადრე “ნაცმოძრაობას” გამოეყვნენ და დღეს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ…”
უკრაინის ტაქტიკური ცვლილებები – “რუსეთს თავისი ტერიტორიის ერთნაირად დაცვა არ შეუძლია”
“რუსეთში მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. უკრაინელების ბელგოროდზე გახშირებული იერიშების გამო, ქალაქს დაახლოებით 9000 ბავშვი დატოვებს და მათ სხვა რეგიონებში გადაანაწილებენ. უკრაინის მოსაზღვრე ქალაქში თითქმის მთლიანად შეჩერებულია სასწავლო პროცესი, დაიხურა სავაჭრო ცენტრები. ომის დაწყების დღიდან ყველაზე დიდი ევაკუაცია 22 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა თარიღი შეიძლება შეიცვალოს, რადგან უკრაინულ-რუსული დივერსიული ჯგუფები ბელგოროდის ოლქზე შეტევებს აგრძელებენ. მხოლოდ მიმდინარე კვირაში, უკრაინელების შეტევების შედეგად, მოსაზღვრე რეგიონში 16-ზე მეტი დაღუპული და 98 დაჭრილია. ამის პარალელურად კი რუსები ზე თავდასხმებს არ წყვეტენ. რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. “უკრინფორმის” ცნობით, რუსები ასევე, ხერსონის თემში თავს დაესხნენ მანქანებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა, შედეგად ორი კაცი დაიღუპა. Sky news-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაახლოებით 2000 ნეპალელი მამაკაცი დაიქირავა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინის ტაქტიკური ცვლილებები – “რუსეთს თავისი ტერიტორიის ერთნაირად დაცვა არ შეუძლია”.
“ეს მაჩვენებელი ეფუძნება დაბრუნებული ჯარისკაცების ჩვენებებს და ს მიგრაციის სამსახურის მონაცემებს, ის ასევე შეადარეს იმ აქტივისტების მიერ მიწოდებულ შეფასებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ნეპალელთა ოჯახებს, რომლებიც ჯერ კიდევ მსახურობენ ან მოკლეს. Sky news-ი ესაუბრა 35 წლის ნეპალელს, სახელად განეშს, რომელმაც ოთხთვენახევარი გაატარა დონეცკში ბრძოლაში, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ის ამბობს, რომ ნეპალელებს “ძაღლებივით ეპყრობოდნენ”. მისი თქმით, ჯარისკაცები ორი კვირით მიჰყავდათ არდის სასწავლო ცენტრში, სამხედრო აკადემიაში მოსკოვის გარეთ. ტრენინგის შემდეგ, ის ამბობს, რომ მკვეთრად შეიცვალა უცხოელი დაქირავებულების მიმართ მოპყრობა, მოულოდნელად მოხვდნენ კონფლიქტში ძალიან მცირე მხარდაჭერით. “საჭმელი არ გვქონდა და რუსები გვცემდნენ”, – ყვება ის და ამბობს, რომ ნეპალელი კაცები იყვნენ ქვემეხის საკვები ომში და რომ რუსი ჯარისკაცები ფრონტზე მათ უკან იყვნენ. “როიტერსის” ცნობით, ამჟამად ნეპალის 100 მოქალაქე დაკარგულად ითვლება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ახლა ნეპალელებისთვის უკვე უკანონოა დაქირავებულ სამხედროებად ბრძოლა, მათ შორის რუსეთში. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობამ მოქალაქეებს აუკრძალა სამუშაოდ რუსეთში ან უკრაინაში გამგზავრება და მოსკოვს სთხოვა ყველა ნეპალელის რეპატრიაცია, რომლებიც დაქირავებულნი იყვნენ. პოლიციამ დაიწყო აგენტებთანაც ბრძოლა. გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (“რამშტაინი-20”) შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში -ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას: “დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. ეს კოალიცია არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინას დამარცხებას”, – ხაზგასმით აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას, შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად”, – განაგრძობს გამოცემა.
“გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი “რეზონანსთან” მიიჩნეევს, რომ ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანი რუსეთში 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არასტაბილურობის და ერთგვარი დაუცველობის ეფექტი შექმნა იყო. “უკრაინას როგორც ჩანს ახალი სტრატეგია აქვს და ეს არის ფრონტის ხაზის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა. შესაძლოა ჯერ ვერ ვთქვათ, რომ უკრაინისთვის სრულიად წარმატებული იყო ეს შეტევა, თუმცა, ის ფაქტი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა, ეს უკვე გარკვეულ წარმატებას ნიშნავს. ამიტომ მგონია, რომ ასეთი შეტევები კიდევ იქნება. „ამ რეიდის ერთ-ერთი მიზანია, რომ რუსეთში არჩევნების წინ არასტაბილურობის და დაუცველობის შეგრძნება გაუჩნდეთ მოქალაქეებს. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მაგრამ, ამის გარდა, სხვა მიზანიც ექნებათ უკრაინელებს. ისინი რუსეთს არ მისცემენ სულის მოთქმის და თავისი წარმატებების განვითარებისთვის საშუალებას,” – ამბობს კაპანაძე, რომელიც არ გამორიცხავს, “საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს”, – დასძენს გამოცემა.
“მისივე თქმით, ვხედავთ დარტყმებს რუსეთის სიღრმეში, მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იწვის რომელიღაცა ქარხანა ან ნავთობისა და ბენზინის საცავი. რუსეთს თავისი ტერიტორიების ერთნაირად დაცვა არ შეუძლიათ. გენრელის თქმით, კრემლი ახლა კონცენტრირებულია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევაზე, ამიტომ ძალიან კარგი ტაქტიკური ნაბიჯია იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთს ყურადღება სწორედ ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე გადმოატანინოს”, – წერს სტატიის ავტორი.
საქართველოს მოსახლეობა ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია
“საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ქვეყანაში მათი წილი მთლიან მოსახლეობაში განუხრელად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9.8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22.4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 762 621 იყო, 2020 წელს – 783 705-მდე გაიზარდა, 2021 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 793 751 ადამიანი შეადგინა, 2022 წელს ქვეყანაში 808 326 ასაკით პენსიონერი იყო. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, საქართველოში სულ 838 097 ასაკით პენსიონერია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოს მოსახლეობა ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია / ქვეყანაში უკვე ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია და ეს ეკონომიკას მომავალში დიდ პრობლემას შეუქმნის.
“რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში სულ 3 723 464 ადამიანი ცხოვრობდა, შესაბამისად გამოდის, რომ პენსიონერების წილი იმ დროს მოსახლეობის 19,8%-ს შეადგენდა. 2020 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 716 858-ს შეადგენდა (პენსიონერების წილი 21%); 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობა იყო 3 728 573 (პენსიონერების წილი 21,2%); 2022 წელს საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა (პენსიონერების წილი 21,9%); 2023 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო (პენსიონერების წილი 22,4%)”. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ერის დაბერების პროცესი სწრაფად გრძელდება და თუ შობადობის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორდა, უახლოეს 10 წელიწადში პენსიონერების წილი 28%-საც გადააჭარბებს. ეკონომისტ სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს სურათი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე სხვადასხვა მიზეზით პროფესიული ფაქტორის გამო შედარებით საპენსიო ასაკზე ადრე გასულთა კონტიგენტს, მაგრამ, როგორც წესი, დემოგრაფები ამბობენ, რომ საზოგადოება ითვლება დაბერებულად, თუ მასში 65 წელს გადაცილებულთა წილი არის 7%-ზე მეტი. ჩვენთან რადგან ქალთა კონტიგენტი პენსიაზე გადის 60 წლის ასაკიდან, გამოდის, რომ უკვე 15%-ს გადასცდა საპენსიო ასაკს გადაცილებულთა წილი მთელ მოსახლეობაში. ხატოვნად რომ ვთქვათ, ორჯერ დაბერებულია ჩვენი მოსახლეობა. არსებობს ე.წ. მედიანური მაჩვენებელი ასაკის მიხედვით, რაც გვითითებს ასაკს და რასთან მიმართებაშიც ნახევარი მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა და მეორე ნახევარი – უფრო ხანდაზმული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ჩვენი მოსახლეობა თითქმის 8 წლით გაიზარდა მედიანური ასაკით. ეს ნიშნავს იმას, რომ მედიანური ასაკი დაახლოებით 31 წელი იყო და ახლა 38 წელს გადასცდა და უახლოვდება 39 წელს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.
“საქართველოს მოსახლეობა ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია. მაგალითად, სომხეთის მოსახლეობის მედიანურ ასაკთან შედარებით დაახლოებით 3 წლით უფრო ხანდაზმული მოსახლეობა გვყავს, აზერბაიჯანთან სადღაც 7 წლით, თურქეთთან თითქმის 8 წლით და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთანაც ასევე უფრო ხანდაზმულად გამოვიყურებით. მოსახლეობის რიცხოვნობა არის ერთ-ერთი ფაქტორი წარმოების ზრდის. შრომის წარმოების ზრდის კვალობაზე ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო მატერიალური დოვლათის წარმოებას, არამედ მომსახურებას”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“როდესაც ვამბობთ, რომ ტურისტული ინდუსტრია უნდა განვითარდეს, მეტად გავაღოთ კარი და მეტი უცხოელი ჩამოვიყვანოთ, ვინ მოემსახურება ამ სტუმრებს? მარტო ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების იმედზე ვერ ვიქნები, თუმცა არც ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებით შეივსება ადგილები, რომლებიც ენთუზიაზმით შემოვლენ საქართველოში და დაიკავებენ იმ გამონთავისუფლებულ ადგილს, რომელსაც ჩვენი შრომითი მიგრანტები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ტოვებენ”, – ამბობს ეკონომისტი და შეკითხვაზე – “თქვენ რა მიგაჩნიათ გამოსავლად, რა გამოასწორებს დემოგრაფიულად მძიმე სურათს?” – პასუხობს:
“ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აგრესიული დემოგრაფიული პოლიტიკა. უნდა წავახალისოთ მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა და განსაკუთრებით ქვეყნის მთიანეთში, სადაც, პირველ რიგში, კავკასიონის მთიანეთი მაქვს მხედველობაში. უნდა გაკეთდეს მაქსიმალური შეთავათი მთაში დამკვირდებისა და დემოგრაფიული პრობლემების მხრივ”. “სიტყვაზე, თუ ახალაზრდა ოჯახი აიღებს სესხს და უახლოესი 10 წლის განმავლობაში მთაში იცხოვრებს და გააჩენს შვილებს, ყოველ ბავშვზე მათ კრედიტის თანხა ჩამოეწეროთ 1/3-ით. სამი შვილის ყოლის შემთხვევაში მთელი კრედიტის თანხა იქნება განულებული, ეს სახელწმიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. პირობითად, ოჯახმა აიღო 30 000-იანი კრედიტი, რიცხვი პირობითია, მაგრამ შეიძლება თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს, და ყოველი ბავშვის გაჩენაზე შემცირდება, ნულდება სესხი. ასევე, ყოველ ბავშვზე, რომელიც მთაინი ზონის სკოლაში ერთ სასწავლო წელს გაატარებს, არითმეტიკური პროგრესიით გაიზარდოს ბონუსი და პირობითად, თუ პირველ კლასში იქნება 1000 ლარი, მეორე კლასში იყოს 1200 ლარი, მესამეში 1300 ლარი. თანხა თანდათან დაგროვდეს და სკოლის დასრულების შემდეგ გადაეცეს იმისათვის, რომ თავისი საქმიანობა და ბიზნესი წამოიწყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მთაში ცხოვრებას უნდა მივცეთ მეტი მოტივაცია, რადგან მთა არ არის მხოლოდ სუფთა ჰაერი, ეს არის დამატებითი წარმოება”, – დასძენს სოსო არჩვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ