ფსბ-ს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვი “კანონიერ სამიზნედ” დაასახელა

ფსბ-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ თითქოს უკრაინის სპეცსამსახურებმა ხელი შეუწყვეს 22 მარტს მოსკოვის ოლქში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც, უკანასკნელი მონაცემებით, 139 ადამიანი ემსხვერპლა.
სამშაბათს მოსკოვში გამოსვლისას ბორტნიკოვმა აღიარა, რომ ს გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ თავდასხმის დამკვეთი, მისი შემსრულებლები კი, მისი თქმით, იყვნენ რადიკალი ისლამისტები. მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით, ის დარწმუნებულია, რომ ტერაქტთან დაკავშირებული არიან უკრაინის სპეცსამსახურები. სიტყვასიტყვით მან ისაუბრა ს „ანგაჟირებულობის“ შესახებ.
ბორტნიკოვმა მტკიცებულებად მოიყვანა ის, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილები, რომლებიც მიმალვას ცდილობდნენ, ავტომანქანით მიემგზავრებოდნენ უკრაინისკენ. მან აგრეთვე თქვა, რომ თითქოს „ტერორისტების მომზადებას ახორციელებდა ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე“. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ტერორისტულ ორგანიზაციად იქნეს მიჩნეული.
შეკითხვაზე, არის თუ არა „კანონიერი სამიზნე“ უკრაინის სხვა სპეცსამსახურის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, ფსბ-ს დირექტორმა თქვა, რომ ყველა, ვინც დანაშაულს სჩადის „რუსეთისა და რუსეთის მოქალაქეთა“ წინააღმდეგ, კანონიერი სამიზნეა. შეკითხვაზე, „რატომ არიან ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები“, მან თქვა: „ყველაფერი წინაა“.
ადრე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ იდგა ტერაქტის უკან – უკრაინა თუ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, უპასუხა: „რა თქმა უნდა, უკრაინა“.
უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ტერაქტთან კავშირს. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვი ცდილობს უკრაინა დაადანაშაულოს, რათა გაამართლოს მის წინააღმდეგ ომი. -მა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა განცხადებები გააკეთეს იმის თაობაზე, რომ არ არსებობს ტერაქტთან უკრაინის რაიმე კავშირის დამადასტურებელი საბუთი და რომ არ არის საფუძველი ეჭვისთვის, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფილიალმა შეასრულა.
ბორტნიკოვმა აღიარა, რომ აშშ-მა რუსეთს გადასცა ინფორმაცია ტერაქტის მზადების შესახებ, მაგრამ, მისი სიტყვებით, ეს ინფორმაცია „ზოგადი ხასიათის იყო“. მან ასევე თავდასხმასთან კავშირში დასდო ბრალი დასავლეთის სპეცსამსახურებს და თქვა, რომ „მათი მიზანია რუსეთის საზოგადოებაში პანიკის დათესვა“. ბორტნიკოვს წამოსცდა, რომ თავდასხმასთან მათი კავშირის თაობაზე ჯერჯერობით მხოლოდ „ზოგადი ინფორმაცია“ მოიპოვება.
დაპატიმრებულია „კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი ტაჯიკეთიდან, რომლებიც, როგორ იტყობინებიან, უშუალოდ მონაწილეობდნენ თავდასხმაში, დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის არ არიან უკრაინელები. თავად თავდამსხმელთა მიერ გადაღებული ვიდეო და ტერაქტისთვის პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა გამოაქვეყნეს რესურსებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული.
უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების ყველა ბრალდება ამ მომენტისთვის დამყარებულია იმაზე, რომ ეჭვმიტანილები დააკავეს ბრიანსკის ოლქში, სადაც გაემგზავრნენ მოსკოვში თავდასხმის შემდეგ. ეს ოლქი ესაზღვრება უკრაინას და ბელარუსს. როგორც ამტკიცებენ, თავდამსხმელები უკრაინის საზღვრისკენ მიემართებოდნენ.
გამოძიებას ოფიციალურად არ წამოუყენებია რაიმე ვერსია.

ასევე დაგაინტერესებთ