ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინულ-პოლონური გემი, რომელსაც თავს „ჰუსიტები“ დაესხნენ, ეკიპაჟმა დატოვა

უკრაინულ-პოლონური გემი, რომელსაც თავს „ჰუსიტები“ დაესხნენ, ეკიპაჟმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, M/V Verbena-ს ეკიპაჟმა, რომელიც უკრაინას ეკუთვნის და პოლონეთი მართავს, იემენელი „ჰუსიტების“ სარაკეტო იერიშის შემდეგ გემი დატოვა.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 13 ივნისს „ჰუსიტებმა“ ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. შაბათს, 15 ივნისს, ეკიპაჟმა დახმარების თხოვნის სიგნალი გაუშვა, რომელშიც მითითებული იყო, რომ ისინი გემს ტოვებდნენ.
მეზღვაურები გემმა, M/V Anna Meta-მ აიყვანა და ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.