უკრაინის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ ყოფნას 3 წლით შეძლებენ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა 3 წლის ვადით უვიზოდ შეუძლიათ – ამის შესახებ დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა.
დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება და უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და 3 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.