ტუნბერგის დაკავების გამო ბაქომ ნიდერლანდებს გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა

მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებში შვედი კლიმატის აქტივისტი 6 აპრილს დემონსტრაციაზე ორჯერ დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მომხდარით შეშფოთებული არიან.
“შეშფოთებული ვართ ჰააგაში მშვიდობიან დემონსტრაციაზე სახელგანთქმული კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგის დაკავებით. როგორც გაეროს 2024 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის პრეზიდენტი ქვეყანა, ნიდერლანდების მთავრობას მოვუწოდებთ პატივი სცეს კლიმატის დემონსტრანტებს და გაათავისუფლოს დაკავებულები.” – წერდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
We are disturbed by the detention of the prominent climate activist @GretaThunberg during peaceful demonstration in The Hague.

As a @COP29_AZ presidency we call on the Dutch authorities to respect the freedom of expression of climate protestors, and release those detained.— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) April 6, 2024
აზერბაიჯანში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს პერიოდულად აკავებენ.
გრეტა ტუნბერგი მომიტინგეებთან ერთად წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე სუბსიდიებს აპროტესტებდა.
პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა მთავარი გზის გადაკეტვა სცადეს. ეკოაქტივისტური დაჯგუფება Extinction Rebellion-ის თქმით, ეს მათი მხრიდან A12 გზატკეცილის გადაკეტვის 37-ე მცდელობა იყო.
მანამდე, ნიდერლანდების მთავრობამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია Shell-ისა და ავიაკომპანია KLM-ისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების იდეა წამოაყენა, რის შემდეგაც ეკოაქტივისტებმა აქცია დააანონსეს.