ლადო აფხაზავას საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს დაესხნენ და სცემეს.
ტაბულას ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.
ახლა ლადო აფხაზავა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.