კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – 6 მაისს ბათუმში მდუმარე მარში გაიმართება

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ხვალ, 6 მაისს, 18 საათზე ბათუმში მდუმარე მსვლელობა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ახალგაზრდული ორგანიზაცია დან მარტიანელები
მარშის მონაწილეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან.
“6 მაისს, 18 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად” – წერენ ორგანიზატორები.