“ეს ჩემი შეცდომა იყო” – მოურინიო პორტუგალიასთვის უარის თქმას ნანობს

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ “რომაში” დარჩენასა და პორტუგალიის ნაკრებისთვის უარის თქმას ნანობს.
“სამშობლოდან მირეკავდნენ და პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებას მთავაზობდნენ. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი, როდესაც “რომაში” დარჩენა ვარჩიე”, – ციტირებს ჟოზეს EA Sports Korea.
პორტუგალიის ნაკრები ახალ დამრიგებელს 2023 წლის დასაწყისში ფერნანდო სანტუშის დათხოვნის შემდეგ ეძებდა, მაგრამ მისი ადგილი რობერტო მარტინესმა დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ