არქივი3 ოქტომბერი, 2025, 01:00
სოჭში, სადაც დღეს პუტინი ვალდაის სადისკუსიო კლუბის 4-საათიან შეხვედრაზე სპიკერი იყო, საჰაერო განგაშია

სოჭში, სადაც დღეს პუტინი ვალდაის სადისკუსიო კლუბის 4-საათიან შეხვედრაზე სპიკერი იყო, საჰაერო განგაშია - ქალაქს უკრაინული დრონები უტევენ - წერს რუსული მედია. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ ქალაქში სირენების ხმა ისმის. რუსული მედიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონებით თავდასხმის საფრთხის შესახებ მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა და მოუწოდა, ფანჯრებს მორიდებოდნენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.