არქივი13 დეკემბერი, 2024, 14:39
სიმონ ჯანაშია: მკვლევარი აბაშიძეზე აიყვანეს, ძაღლი დაატოვებინეს. კარდიოლოგი მანქანიდან გადმოსვეს. მოსწავლეს სახლში მიაკითხეს... არ შევეგუებით!

"ბებიაჩემი მართა ასე იხსენებდა ხოლმე 30-იანი წლების ამბებს: ბელინსკის ქუჩაზე ღამით, აღმართში ქვაფენილზე მობრახუნე ჩექმის ხმას რომ გავიგებდით, გვეღვიძებოდა, გვეგონა ჩვენ წასაყვანად მოვიდნენო.
90 წლის შემდეგაც იგივე განცდა ტრიალებს. მკვლევარი აბაშიძეზე აიყვანეს, ძაღლი დაატოვებინეს. კარდიოლოგი მანქანიდან გადმოსვეს. მოსწავლეს სახლში მიაკითხეს. ვეტერან მასწავლებელს 12 პოლიციელი ეწვია სასამართლოს უწყების გადასაცემად. ბებიას სახლში შეუვარდნენ და შვილიშვილები დაჰკითხეს...
არ შევეგუებით!" - წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.