სერგეი შოიგუს მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სერგეი შოიგუს მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ბასმანის სასამართლოს წარმომადგენლები ავრცელებენ.
48 წლის ტიმურ ივანოვი, რომელიც ს თავდაცვის მინისტრის 12 მოადგილიდან ერთ-ერთია, გუშინ საღამოს დააკავეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ივანოვს ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ივანოვთან დაახლოებულ პირს, სერგეი ბოროდინსაც შეუფარდა.
ივანოვი და ბოროდინი წინასწარ პატიმრობაში 23 ივნისამდე დარჩებიან.