ჰამასის წარმომადგენლის თქმით, კაიროში დასრულდა შეხვედრა, დელეგაცია დოჰაში მიემგზავრება

-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო AFP-ის უთხრა, რომ ჯგუფის დელეგაცია 5 მაისს ტოვებს კაიროს – სადაც დასრულდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი – და დოჰაში მიემგზავრება.
“ეგვიპტის დაზვერვის მინისტრთან შეხვედრა დასრულდა და ჰამასის დელეგაცია დოჰაში მიემგზავრება დამატებითი კონსულტაციებისთვის” – ამბობს მოლაპარაკებებში ჩართული პირი ანონიმურობის დაცვის პირობით.
კაიროში იმყოფებოდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელიც, არაპირდაპირი დიპლომატიისთვის.
ჰამასის დელეგაცია კაიროში ჩავიდა კატარიდან, სადაც მისი პოლიტიკური ოფისი მდებარეობს და რომელიც, ეგვიპტესთან ერთად, ცდილობს შუამავალი იყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ს მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი