სევასტოპოლში რუსული გამანადგურებელი სუ-35 ზღვაში ჩავარდა

ს მიერ ანექსირებულ ს ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლთან ზღვაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-35 ჩამოვარდა, – ამის შესახებ რეგიონის რუსმა გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხში დაწერა.

„ვხიდავ, რომ უკრაინული პაბლიკები სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებენ. სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. პილოტმა შეძლო კატაპულტირება. ის მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – წერს რუსი გუბერნატორი.
ინციდენტი თვითმხილველის ვიდეოებზეა აღბეჭდილი. ზღვაში ჩავარდნამე თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი.
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობისა და ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 10 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდ დანაკარგად უნდა ჩაითვალოს 2 სადაზვერვო თვითმფრინავის, ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური A-50-ის ჩამოგდება, რაც, ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, სერიოზულად შეამცირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის ავიაციის საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას.
თავად რუსეთი სამხედრო საავიაციო დანაკარგების შესახებ არაფერს ამბობს, ზოგიერთმა რუსულმა ტელეგრამის არხმა კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ე.წ. მეგობრული ცეცხლი დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ