არქივი1 მაისი, 2024, 19:09
სახ.დეპი: შეშფოთებულები ვართ ესკალაციური რიტორიკით, ასე არ იქცევა EU-ს ასპირანტი ქვეყანა
"ჩვენ შეშფოთებული ვართ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ ესკალაციური რიტორიკით და ტონით", - ამის შესახებ ფორმულას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისიდან უპასუხეს.
სახ.დეპის განცხადებით, EU-ს ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა.
"ასე არ იქცევა ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიას შორდება".
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.