სახელმწიფო სუროგატული დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

სახელმწიფო სუროგატული დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის დადგენილებაში ცვლილები 29 თებერვალს შევიდა. მას ხელს პრემიერმინისტრი აწერს.
გასულ წელს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუროგაციის შესახებ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. მთავრობას სურდა, რომ საქართველოში სუროგაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო, ეს ცვლილება კი, მათ შორის, ბავშვის უსაფრთხოების საკითხებით ახსნეს.