ჰამასის თქმით, ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე პასუხი მიიღეს

27 აპრილს ჰამასის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ სგან ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთავაზებაზე პასუხი მიიღეს. მათი თქმით, ისინი პასუხს შეისწავლიან და იმსჯელებენ, რის შემდეგაც შესაბამისად იმოქმედებენ.
“დღეს ჰამასმა სიონისტური ოკუპანტი რეჟიმისგან ოფიციალური პასუხი მიიღო შეთავაზებაზე, რომელიც ეგვიპტემ და კატარმა წარადგინეს” – თქვა ხალილ ალ-ჰაიამ.
26 აპრილს ეგვიპტური დელეგაცია ისრაელს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე და ღაზაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები იყო.
25 აპრილს -მ და სხვა სახელმწიფოებმა მოუწოდეს ჰამასს დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ისრაელელი მძევლები, რომლებიც ტყვეობაში 7 ოქტომბრის შემდეგ იმყოფებიან.
აქამდე ჰამასის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ისრაელი კატეგორიულად არ განიხილავდა, იყო ღაზიდან ისრაელის თავდაცვის ძალების სრულად გაყვანა.