ჰააგის მოსამართლე ისრაელის საქმეზე: არ დაგვიდგენია, რომ გენოციდის ბრალდება საფუძვლიანია

ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის პრეზიდენტმა ჟოან დონოგმა BBC-ის ეთერში ს წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ ინიცირებულ საქმეზე ისაუბრა, სადაც სასამართლომ რამდენიმე თვის წინ დაადგინა, რომ ისრაელი ვალდებულია იმოქმედოს, რომ ღაზაში გენოციდი არ მოხდეს. ჟოან დონოგის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებებს საკმარისად დასაბუთებულად ან საფუძვლიანად მიიჩნევს.
ჟოან დონოგის თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ საფუძვლიანი და დასაბუთებულია პალესტინელი ხალხის უფლება, რომ იყვნენ გენოციდისგან დაცულები და სამხრეთ აფრიკას შეეძლო ამ საქმის ჰააგის სასამართლოში წარმოება. მისი სიტყვების თანახმად, ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს არ დაუდგენია, რომ გენოციდის ბრალდება იყო საფუძვლიანი, როგორც ეს ხშირად მედიაში ვრცელდება.
“სასამართლო შესაბამისი ზომების მისაღებად იყენებს საფუძვლიანობის ტესტს, თუმცა ეს არის უფლებების საფუძვლიანობის ტესტი, რომელზეც მიუთითებს აპლიკანტი, ამ შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკა” – თქვა ჟოან დონოგმა.