ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახდეპი დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე: დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ

სახდეპი დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე: დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ

„დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი Globalnews-ის მიერ დასმულ შეკითხვას „ქართული ოცნების” ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

Globalnews.ge-ის შეკითხვაზე, „მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მმართველი პარტიის პრემიერთან პირველი შეხვედრები გაიმართა. შეგიძლიათ ამ შეხვედრის დეტალები გაგვიზიაროთ, რა ძირითადი საკითხები განიხილეთ და ასევე, რა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია შეხვედრისას?”, სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ:

„დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით”.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.