ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა!

"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა!

დღეს, პოეტისა და მწერლის ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა.

"ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ხალხი გადაღალულია,
ხალხი გადაქანცულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ეშორება ავგულიანს,
ეშორება ავსულიანს,
– ჩასულია?
იკითხავენ,
პასუხობენ,
– ჩასულია!
ეს დღე არის,
ეს ღამეა,
ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.