აკა მორჩილაძე: თავისუფლება ეგრეა, თუ თვალი მოხუჭე, წავა და გაქრება. მოკვდი სიცილით, თუ გინდა, ერთ დღეს გაგეღვიძება და აღარ არის

”თავისუფლება ეგრეა, თუ თვალი მოხუჭე, წავა და გაქრება. მოკვდი სიცილით, თუ გინდა, ერთ დღეს გაგეღვიძება და აღარ არის. რამდენიც არ უნდა ეძებო. თვითონაც იცის წასვლა და მოპარვაც იციან. ვის რაში სჭირდება ერთი შენი საწყალი, იდაყვებგამოკერებული თავისუფლება, უცნობია, მაგრამ კი იპარავენ და თვითონაც მიდის ხოლმე. აუთვისებელი ბიუჯეტივითაა, მეორე წელიწადს რომ ჩამოგაჭრიან, მაინც არ იყენებო.
მთავარი იგი კი არ არი, რაცხას ფიქრობ, მთავარი იგია, რაფერ მეიქცევი.”
აკა მორჩილაძე – OBOLE

 „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო.“

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995), „მოგზაურობა ყარაბაღში„ (1992), „აგვისტოს პასიანსი“ (2001), „სხვანი„ (2002), „შობის ღამის ალქაჯები“ (2002), „სანტა ესპერანსა“ (2004), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე?“, „ვეშაპი მადათოვზე“) (1998-2004) და სხვ.

10 ნოემბერი აკა მორჩილაძის დაბადების დღეა!
აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი — გიორგი ახვლედიანი; დ. 10 ნოემბერი, 1966) — პოსტმოდერნისტი მწერალი, ისტორიკოსი და სცენარისტი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე – ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა – სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის

მიხეილ სააკაშვილი – 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება, 2021 წლის 1 ოქტომბერს, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში – დღეს სრულდება ისტორიული სირცხვილის – ქართველების მიერ ჩემი დატყვევების 5 წლისთავი