საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ელჩები

საქართველოს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები არც მინისტრებს და არც სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს არ აქვთ. ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორში პირველ ადგილს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიპლომატები იკავებენ. დიპლომატების უმრავლესობის შემთხვევაში წლიური ანაზღაურება 200 000 ლარს აჭარბებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 300 000 ლარსაც ცდება.