„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ბათუმის ოფისი განახლებული შემადგენლობით ზაფხულის „ცხელი“ სეზონისათვის მზადაა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ს ოფისი განახლებული შემადგენლობით ზაფხულის „ცხელი“ სეზონისათვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავრცელებს.
როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი სალომე ხილაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს, აჭარაში ბევრი სიახლეა დაგეგმილი.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 7 წელია ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის დამსახურებით, მალევე, სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის აიღო და რეგიონულად გაფართოვდა.
განსაკუთრებული და გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლებთან გულწრფელი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, იმთავითვე კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა.
კომპანია, ციფრული სერვისების განვითარებასთან ერთად, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, მომსახურების ამ ნაწილს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად მომზადებული თითოეული თანამშრომელი მზადაა მაქსიმალურად გასაგებად, მეგობრულად და დაუზარლად განმარტოს დაზღვევის ყველა სიკეთე ნებისმიერი ტიპის პოტენციური დამზღვევის წინაშე.
ვინაიდან საქართველოში ზაფხული ზღვასთან ასოცირდება და უკვე ცხელმა მზემაც გამოანათა, ჩვენი აქცენტებიც აჭარისკენ გადაიხარა. შესაბამისად წელსაც 2024 ის საზაფხულო აქტივობას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ბათუმის ფილიალი ახალი ბენეფიტებით ეგებება. აქ შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაციები, სწორად შეარჩიოთ მხოლოდ თქვენ საჭიროებაზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა თუ ბიზნესის თანამდევი სხვადასხვა ტიპის დაზღვევები.
პარალელურად არც ჩვენი დანარჩენი დაზღვეულები დარჩებიან სასიამოვნო სიახლეების გარეშე. მიმდინარე წელს ბევრ სიახლეს ვპირდებით თითოეულს“, – აცხადებს სალომე ხილაძე.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს“ ყოველთვის გამოარჩევდა მუდმივი მზაობა მხოლოდ ობიექტურობაზე დაფუძნებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების მიღებისათვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კმაყოფილი დაზღვეული ყველა რეკლამაზე უკეთ წარმოაჩენს სინამდვილეს. ეს კი ჩვენი ღირებულებების ქვაკუთხედია.
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ბათუმის ფილიალი, სა და ქუთაისის წარმომადგენლობებთან მჭიდრო კავშირში, შესაძლებელს ხდის სრულიად დასავლეთ საქართველოს ზონალური გადაფარვა განახორციელოს, მოერგოს დაზღვეულთა საჭიროებებს და ოპერატიულობის მაღალი სტანდარტებით მოემსახუროთ მათ.
წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ გელოდებით – ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე – დარჩით ევროკავშირის გზაზე

პრეზიდენტი – ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები