ანდრო ჭიჭინაძე: რასაც დღეს ვხედავთ არის კონსტიტუციის უგულებელყოფა…

“რასაც დღეს ვხედავთ არის კონსტიტუციის უგულებელყოფა, იმ პუნქტის რომ ჩვენი მიზანია გავხდეთ ევროკავშირის წევრი. დღეს რასაც ვხედავთ, ეს მუხლი არ სრულდება და პირიქით.

რაც შეეხება იმას, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს წინა ხელისუფლების პერიოდში, ჩვენ დაგვიგროვდა იმის გამოცდილება და ის მწარე შეგრძნებები, რაც გვახსოვს და როცა იგივე მეორდება, და იგივე ხერხებით ცდილობენ ხალხის შეშინებას, ამას ხალხი უბრალოდ არ გაატარებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ამ ყველაფერზე გამოხატოს პროტესტი” – ამბობს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე “მთავარ არხთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს