საქართველოს ნაკრები FC 24-ში ევროპის ჩემპიონატის წინ დაემატება

საქართველოს ნაკრები თამი ევროპის ჩემპიონატის „რეჟიმის” ფარგლებში დაემატება, რომელიც ხელმისაწვდომი Euro 2024-ის დაწყების წინ გახდება. საქართველოსთან ერთად, განახლებაში ტურნირის მონაწილე ყველა ნაკრებით თამაში იქნება შესაძლებელი.
Europop-ი წერს, რომ ამ ფაქტს გულშემატკივრები დიდი ხანია ელიან. EA Sports ყოველი დიდი საფუხბურთო ფორუმის წინ სპეციალურ რეჟიმს უშვებს, რომელშიც ტურნირის ყველა ნაკრებია გაერთიანებული.
Electronic Arts-მა დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის „მოუდი“ უშუალოდ ტურნირის წინ უფასო განახლების დროს დაემატება. ეს რეჟიმი კი ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, FC 24-ში სულ 25 ქართველი ფეხბურთელია წარმოდგენილი, მათგან კი ყველაზე მაღალი რეიტინგი ს აქვს – 86.