პალესტინის პრეზიდენტი და საერთაშორისო მაღალჩინოსნები ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

პალესტინის პრეზიდენტი და საერთაშორისო მაღალჩინოსნები ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა.
როგორც Reuters-ი იუწყება, შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს -ის სახელმწიფო მდივანი , ასევე რეგიონული ლიდერები, მათ შორის, კატარის პრემიერ-მინისტრი, ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ომანის ტახტის მემკვიდრე პრინცი და ბაჰრენის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
„ერ-რიადში გვყავს საკვანძო მოთამაშეები და ვიმედოვნებთ, რომ დისკუსიებმა შესაძლოა, შერიგებისა და მშვიდობის პროცესამდე მიგვიყვანოს,“ – განაცხადა ბრენდემ, ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაში მონაწილეებს ისრაელში, 26 აპრილს ეგვიპტელი მომლაპარაკებელების მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ