Meta-მ $200 მილიარდის საბაზრო ღირებულება დაკარგა

Meta Platforms-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა საკონფერენციო ზარის დროს ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ ვინაიდან კომპანიის გეგმებში AI-ზე ფოკუსირება შედის, ეს საინვესტიციო კონვერტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შემდეგ კი Meta-ს პროდუქტებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ვინაიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის საუბრის დიდი ნაწილი Meta-ს გასავალს დაეთმო, ამან ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა.
შედეგად, 24 აპრილს, გახანგრძლივებულ ვაჭრობაში, კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 19%-ით შემცირდა და Meta-ს აქციების ღირებულების შემცირების ფონზე კომპანიამ 200 მილიარდ დოლარზე მეტის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.