არქივი27 მარტი, 2024, 15:42
საფრანგეთში ანტინარკოტიკული ოპერაციები ტარდება - დაკავებულია 867 ადამიანი
საფრანგეთში ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული ოპერაციები ტარდება ექვს დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზსა და მის შემოგარენში, - ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა.
მისი თქმით, ანტინარკოტიკული ოპერაციების შედეგად 867 ადამიანი დააკავეს.
„ასევე ჩამორთმეული იქნა დიდი რაოდენობით იარაღი და ფინანსური აქტივები“, - დასძინა დარმანენმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.