ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთში, ანტინარკოტიკული ოპერაციების ფარგლებში 867 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში, ანტინარკოტიკული ოპერაციების ფარგლებში 867 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანენი ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ფართომასშტაბიანი ანტინარკოტიკული ოპერაციები ქვეყნის ექვს დიდ ქალაქში - პარიზში, მარსელში, ლიონში, ლილში, კლერმონ-ფერანსა და დიჟონში ტარდება.
„ასევე, ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით იარაღი და ფინანსური აქტივები. ჩვენ არ დავნებდებით“, - აღნიშნა ჟერალდ დარმანენმა.
ცნობისთვის, პირველი ანტინარკოტიკული ოპერაცია გასულ კვირას, პარიზში ჩატარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.