სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.
დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary), რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს. ამ მანკიერებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე პოზიციაზე მოხვდა, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ს და ლიეტუვის შემდეგ მესამე ადგილზეა.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 21 სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, , ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ავსტრია, ფინეთი, კვიპროსი, პორტუგალია, ბელგია, სლოვენია, ჩეხეთი, ხორვატია, , ესპანეთი, საბერძნეთი, მალტა, უნგრეთი, რუმინეთი, იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო რეიტინგში 96-ე ადგილზე იყო და სარეიტინგო პოზიცია 11 წელიწადში 69 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.
აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
https://v-dem.net/data_analysis/CountryGraph/
https://v-dem.net/data_analysis/Yearcomp2Graph/

ასევე დაგაინტერესებთ