ავტოავარიაში მოჰყვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი

26 აპრილს მძიმე ავტოკატასტროფაში მოჰყვა ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი. მისი მანქანა ამოტრიალდა სხვა ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ბენ-გვირი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იტამარ ბენ-გვირი ავარიაში მოჰყვა ქალაქ რამლაში სავარაუდო ტერაქტის ადგილიდან დაბრუნებისას. რამლაში ბოროტმოქმედი დანით დაესხა თავს 18 წლის გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მინისტრი და დაშავებული გოგონა იმყოფებიან ერთსა და იმავე საავადმყოფოში, ასაფ ჰაროფეში (შამირი).

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას – დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი