ნინო ხარატიშვილი: 21-ე საუკუნეა და რაც არ უნდა წარსულში გვაბრუნოთ, დრო მაინც მალე მოგიკაკუნებთ!

„მე 2 ქალიშვილი მყავს, რომლებსაც სწორედ რომ ქართველებად ვზრდი და რომლებსაც ძალიან მსურს, ჩემთვის ძვირფასი: ენაც, კულტურაც და ფასეულობებიც ჩავუნერგო. არ მსურს, მათი მომავალი თქვენნაირი რეგრესული, მიზოგინური, ფულზე დახურდავებული ოპორტუნისტების ხელში განვათავსო! და გარდა იმისა, რომ #არარუსულკანონს, შეწყვიტეთ ქალების და უმცირესობების ინსტუმენტალიზაცია!
21-ე საუკუნეა და რაც არ უნდა წარსულში გვაბრუნოთ, დრო მაინც მალე მოგიკაკუნებთ! და სანამ ეს მოხდება, იქნებ სიტყვა „სიწმინდე” მაინც აღარ ახსენოთ! იმიტომ, რომ რასაც თქვენ “სიწმინდეში” გულისხმობთ, თქვენი შექმნილი აწმყო და ჭაობია, რომელშიც ცხოვრება არც ქალებს აღარ გვსურს, არც კაცებს, აღარც ბავშვებს და აღარც „ძვირფას მგზავრებს”. – წერს მწერალი ნინო ხარატიშვილი „ფეისბუქზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას – დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი