“სამარცხვინო” – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

თბილისის მერი სამარცხვინოს უწოდებს ევროპარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სანამ რუსული კანონი დღის წესრიგშია, უნდა გაიყინოს EU-სთან მოლაპარაკებები, შესაძლოა გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა და დასანქცირდეს ივანიშვილი.
“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ ჩვენ. ე.ი. არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ზოგიერთი ევროპარლამენტარი. სამარცხვინოს დავარქმევდი მე ამ რეზოლუციას. თუმცა ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში ყველაფერი FARA-ს დოკუმენტში ასახული იქნება და გაიგებს საზოგადოება, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ესეთი რეზოლუციები ძალიან ბევრი გვინახავს, გვახსოვს წინა თვეები… არაფერი ფასი არ აქვს”, – ამბობს კალაძე.