სამადაშვილი ოდიშარიასა და მეგრელიშვილის ნარკოლოგიურ შემოწმებას მოითხოვს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი “ოცნების” დეპუტატ ს და “გირჩის” წვერ ვახო მეგრელიშვილის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ითხოვს.
სამადაშვილმა ტრიბუნასთან მდგომ “გირჩის” წევრს სანდრო რაქვიაშვილს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა მიზანშეწონილად, რომ გუშინდელი შეურაცმყოფელი განცხადებების შემდეგ, მათმა კოლეგებმა ნარკოლოგიური შემოწმება ჩაიტარონ,რ ათა პარლამენტში ქალებმა იცოდნენ, მათ ფხიზელ მდგომარეობაში აყენებენ კაცი დეპუტატები შეურაცხყოფას თუ არა.
“თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასან, რომ დღესვე ამ ადამიანებმა გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქალმა დეპუტატებმა იცოდნენ, რომ აქ პარლამენტში მათ ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა.
მე მიმაჩნია, რომ ბექა ოდიშარიას უნდა ჩაუტარდეს ნარკოლოგიური შემოწმება, ისევე როგორც გირჩის წარმომადგენელს და მე ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ქალი დეპუტატების გინებასა და თავდასხმაში მხილებული ოდიშარია ამ დრომდე ხელშეუხებელია. არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ბოდიში ისიც მხოლოდ საზოგადოების მიმართ, ახლა ეს პარლამენტის თავჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს. უნდა აღინიშნის, რომ ოდიშარიას უხამსობას გმობს “ოცნების” დეპუტატების ნაწილიც.