სად ვუყუროთ საქართველო – საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს?

26 მარტს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებს. თამაშს ათობით ათასი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება, ბილეთები კი სრულად გაიყიდა. სწორედ ამიტომ, თუ შენც მათ შორის აღმოჩნდი, ვინც თამაშს სტადიონზე ვერ ესწრება, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ადგილს, საიდანაც ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას შეძლებ.
· ს სერვის ცენტრები
საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორი და ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია. მარტის ორი მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ბანკმა მასშტაბური საფეხბურთო კამპანია წამოიწყო, რომლის სლოგანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გულშემატკივრებს არაერთი შეთავაზება მოუმზადა, მათ შორის შესაძლებლობა მისცა, მატჩს სხვადასხვა ქალაქში 40-მდე სერვის ცენტრის მონიტორზე (თბილისში,ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში, რუსთავში, ხაშურში, ბათუმში, საგარეჯოში) უყურონ.
· თბილისის, ქუთაისისა და ს ცენტრები
21 მარტის მსგავსად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველო-საბერძნეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სამ ქალაქში კვლავ დიდ ეკრანზე გაიმართება. ესენია: