სააკაშვილი ღვაწლმოსილ ნაცებს გაურკვევლობაში ამყოფებს – იაგო ხვიჩია

“სააკაშვილი ღვაწლმოსილ ნაცებს გაურკვევლობაში ამყოფებს”, – ამის შესახებ განცხადება “გირჩის” ლიდერმა, მ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა და განმარტა, რომ ენმ-დან წამოსულმა დაბნეულმა ადამიანებმა პარტია სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ჩამოაყალიბეს.
ხვიჩია ირწმუნება, რომ მელიასა და გვარამიას პოლიტიკური გაერთიანება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ახალი პოლიტიკური ძალა კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობაა”.
ჩემი აზრით, ეს ამბავი, რაც აქ ხდება, რომ ეს ხალხი ცალკე გადის, ს ბრალიც არის, რადგან ის ამყოფებს გაურკვევლობაში ღვაწლმოსილ ნაცებს, რომლებმაც არ იციან, რა ქნან და აფუძნებენ პარტიებს. ეს არასერიოზულ განცდას ტოვებს. მიმართულება სწორია, კლონები ხართ და შეხედეთ სიტუაციასო, ამაშიც სწორია სააკაშვილი, მაგრამ არ არის ნაცების მხრიდან წინადადება საჯარო. მე როგორც ვაკვირდები, კარი ნაცებს აქვთ მოხურული და არავის არ უშვებენ შიგნით”, – ამბობს ხვიჩია.