სააკაშვილი ახალზე: ენმ-ის ამომრჩეველმა იცის, მე რომელ პარტიაში ვარ

ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც თავისი სიცოცხლე უკვე თაობებმა მიუძღვნეს. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა და ქვეყნის დაცარიელება.
ასე პასუხობს ექსპრეზიდენტი, სა და ს მიერ დაფუძნებული პარტიის, ახალის შესახებ დასმულ შეკითხვას. ფორმულას ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, მისი აზრით, ამ პარტიის შექმნა როგორ აისახება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებზე.